პრეზიდენტის დეკრეტი


დაურიგეს ფორმიანს 
ბორკილი და ხელკეტი.
არ გახვიდე, შარია,
ამოქმედდა დეკრეტი.

თუნდაც ყველა ჯირკვალმა
რომ გამოჰყოს სეკრეტი,
მაინც შეიზღუდები,
ამოქმედდა დეკრეტი.

საგანგებო რეჟიმებს
კენჭი მალე ეყრება.
შეგვიზღუდეს უფლება,
აგვიკრძალეს შეკრება.

ზოგი ემორჩილება, 
ზოგი არის კერკეტი.
მალე გამოიცემა 
პრეზიდენტის დეკრეტი.

უფლებების შეზღუდვა,
არის ცუდი ბერკეტი.
მალე გამოიცემა 
პრეზიდენტის დეკრეტი.
0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი