მიზოგინები


ისევ გვიტევენ მიზოგინები,
ეგოს იფხანენ ქალთან რკინებით,
თავებს ირთობენ ბანძი მიმებით.
შევეგებებით მშვიდი გინებით...

ვნებას იკლავენ ქალთა შინებით,
ვერ აჯობებენ ძლიერთ კნინებით. 
ყველამ იცუროს თავის დინებით.
მყრალნო, ყოველთვის დაიცინებით.

ვერ გადაქაჩავთ სასწორს პინებით.
ფონს ვეღარ გახვალთ ტონიკ-ჯინებით.
არ იკურნება არც დაჟინებით. 
გაიკიცხებით, დაისინებით.

ისევ გვიტევენ მიზოგინები,
ადევნებითა და ჩაჯინებით.
აღარ გიყურებთ ჩვენ მოთმინებით.
ციხეში არის თქვენი ბინები.

#ისევგვიტევენმიზოგინები

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი