არაფერზე ვჩივი 😉


უკვე ათას მეერთედ 
გავაგზავნე სივი...
ისე ნორმალურად ვარ, 
არაფერზე ვჩივი.

უხელფასოდ ცხოვრება
არ არის მარტივი...
არ შემრჩა სამკაული
ბეჭედი და მძივი.

არ მაღვიძებ, მამალო,
შენ რომ დილით ყივი.
ცხენო, შენ ნუ ჭიხვინებ,
გოჭო, შენ ნუ ჭყივი

ცოტა ნელა მოძრაობს
ეს სიმართლის ტივი.
იმედგაცრუებული
ხან ვკივი, ხან ვწივი.

მომავალს მისამარებს 
ვიღაც პრიმიტივი.
ისე ნორმალურად ვარ, 
არაფერზე ვჩივი.

აღარ მიკვირს იგნორი,
არც უარი ცივი.
ისე ნორმალურად ვარ, 
არაფერზე ვჩივი.

#არაფერზევჩივი

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი