სისტემა


საკმარისად გვაწამა,
აღარ გვინდა თვითგვემა.
ერთად ჩამოვანგრიოთ
გამომპალი სისტემა.

ყველა ერთხმად აცხადებს,
ვინც ის თავად იგემა.
საჭიროა სასწრაფოდ
დაიშალოს სისტემა.

თითქმის ყველა ვთანხმდებით,
თუმცა არის დილემა:
უნდა ჩამოვანგრიოთ, 
თუ დავშალოთ სისტემა?!

#ამსისტემისდედაც
0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი