ჩვენი არარაობა
ჩვენ შემდეგ რომ მოდის უკეთესი თაობა, ამას მიდასტურებს ჩვენი არარაობა. მათთვის დასათმობად არის ჩვენში მზაობა, მათთან გვაკავშირებს ახლო ნათესაობა. არ გვინდა მეობა, ჩაქსოვა და რაობა. ერთმანეთის ჯიბრმა ძლიერ დაგვაჭაობა. საჭიროა წინსვლა და არა უძრაობა. მეტი საქმე გვინდა, ნაკლები ღადაობა. არვის ენდომება უაზრო ბლატაობა, მკაცრად დაიგმობა ბილწი ბულშითაობა. ჩვენ შემდეგ რომ მოდის უკეთესი თაობა, ამას მიდასტურებს ჩვენი არარაობა.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი