COVID-19


მე არ ვიცი გარჩევა,
სუსტია, თუ მსუქანი.
გამოვკეტე სახლებში
თითქმის მთელი ვუჰანი.

არ დავინდე ამირა,
არც სულთანი, არც ხანი.
დავუარე ცალ-ცალკე,
დავიპყარ ისპაჰანი.

ფაქტია, რომ მსოფლიოს 
ხიბლავს ჩემი ქარიზმა:
მაღიარა მილანმა, 
დამაფასა პარიზმა.

#კოვიდ19

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი