ამსხვრიე სტერეოტიპი


სიახლისკენ თუ ისწრაფვი, 
არ იქნები ცუდი ტიპი.
დაიკიდე არქაიზმი,
ამსხვრიე სტერეოტიპი.

პირსინგით იმშვენე ჭიპი
მერე რა, რომ არის ღიპი.
ის იყავი, ვინც შენ გინდა:
ემო, გოთი, პანკი, ჰიპი.

ხან ჰეთჩბექი გააგელვე,
მოიხდინე ხანაც ჯიპი.
ცრურწმენები დაივიწყე,
არ ეძებო ყველგან ჩიპი.

სიახლისკენ თუ ისწრაფვი, 
არ იქნები ცუდი ტიპი.
დაიკიდე არქაიზმი,
ამსხვრიე სტერეოტიპი.
0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი