პოეზია ფრიად რთული პროცესია
როცა ფიქრობ, ხვდები უკვე პროგრესია. პოეზია ფრიად რთული პროცესია. როცა რითმავ, იცი, ეს ოქროს წესია. ფრიად რთული პროცესია პოეზია. გულით დაგაქვს მეგობრების მოკლე სია. პოეზია ფრიად რთული პროცესია. როცა ზიხარ, გიმწვავდება პროტრუზია. ფრიად რთული პროცესია პოეზია. როცა ბეჭდავ, გეჩვენება, ხარ მესია. პოეზია ფრიად რთული პროცესია. როცა ამბობ, გახსენდება ამნეზია. ფრიად რთული პროცესია პოეზია. გამოჩენა ხედავ, უკვე ექსცესია. პოეზია ფრიად რთული პროცესია. როცა უსმენ, გემწარება რეცენზია. ფრიად რთული პროცესია პოეზია.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი