ძალზედ მარტოსული
ძალზედ მარტოსული არის ჩემი ვოლი, მას აღარ უყურებს აღარც ჩემი ცოლი. არ მაქვს ინფო, თუ ვინ გაიტანა გოლი. ასეთია ჩემი პოეტური როლი. როცა საბოლოოდ გაიფანტა ბოლი, აღმოჩნდა, რომ არ მყავს მე სწორი და ტოლი. ჩემი სიტყვა არის მჭრელი, როგორც სოლი. პირდაპირი, მოკლე, ბასრი და გამჭოლი. მინდა ჩემთვის იყოს მხოლოდ თეთრი ზოლი. არ მენატრებოდეს მე სამშობლოს მოლი. არ აღწევდეს ჩემთან სიბილწე და ყროლი. არ შემომეჩვიოს ბოტი ან/და ტროლი. ძალზედ მარტოსული არის ჩემი ვოლი, მას აღარ უყურებს აღარც ჩემი ცოლი.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი