ნეოფიტი


შემიძლია დაგიშალო ცელულიტი.
მოგირჩინო ნეფრიტი და პროსტატიტი.
განგიკურნო პნევმონია და ცისტიტი.
ოსტატი ვარ, არ გეგონო ნეოფიტი.

შემიძლია დაგიწერო მართლა ჰიტი.
შენი თხოვნით მოვიპოვო ანდეზიტი.
გავაცოცხლო კლეოპატრა, ნეფერტიტი.
ოსტატი ვარ, არ გეგონო ნეოფიტი.

შემიძლია ვამუღამო ჰიპ-ჰოპ ბიტი.
მოგიტანო ნიადაგი და პერლიტი.
აკაცია, პელიკანი ან/და გვრიტი.
ოსტატი ვარ, არ გეგონო ნეოფიტი.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი