ლურჯი


დრო არ არის, მაგრამ
მე ხომ მუდამ ვმღერი.
#ლურჯი არის ჩემი
მარტოობის ფერი.

დღე არ არის, თუმცა
ღამე - მშვენიერი.
#ლურჯი არის ჩემი
სიყვარულის ფერი.

თუ დარჩება სადმე
ჩემი მინაწერი.
#ლურჯი არის ჩემი
პოეზიის ფერი.

ვერ ვიქნები ალბათ
მარტო ბედენიერი.
#ლურჯი არის ჩემი
გამრავლების ფერი.

საჭიროა ზოგჯერ
ზვავი და მეწყერი.
#ლურჯი არის ჩემი
ამბოხების ფერი.

დრო არ არის, მაგრამ
მე ხომ მუდამ ვმღერი.
#ლურჯი არის ჩემი
მარტოობის ფერი.
0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი