ერთად ყოფნის მისტერია


ალბათ ერთ დღეს ჩემზეც იტყვით: 
"ის ცუდია!", "ის მტერია!"
და მაშინვე დაიწყება 
ჩემი დევნის ისტერია.

თქვენ გარეშე ჩემი ყოფა
მხოლოდ ფერფლი და მტვერია.
თქვენ გარეშე მე არ მინდა
არც ზაფხულის მისტერია.

თქვენთან ერთად მოძრაობა
ზვირთები და ჩანჩქერია.
თქვენთან ერთად ბედნიერი
მომავალი მიწერია.

ალბათ ერთ დღეს ჩემზეც იტყვით: 
"არ ყოფილა ის მტერია!"
და მაშინვე დაიწყება 
ერთად ყოფნის მისტერია.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი