ტერმინალური სტადია


ცდილობს, რომ შეინარჩუნოს,
ძალაუფლება სწადია. 
ნუ გეშინიათ, დადგება
ტერმინალური სტადია.

აგონიაში იქნება,
დაკარგავს, რაც აბადია.
მისი სიბერის საგზალი
ცივი ღომი და მჭადია.

ის  ცუდი არის და კარგი
მას არა დაუბადია.
ბოროტი ვეღარ იქნება
ჩემი სამშობლოს გადია.

სისტემა უნდა დაიმსხვრეს,
სისტემა დამსხვრევადია.
ჩვენი სურვილი მყარია,
ჩვენი განზრახვა მდგრადია.

არ გვინდა სიღარიბეში,
კარგი ცხოვრება გვწადია.
ძმრად უნდა ამოვადინოთ
რაც კი რამ დაუქადია.

ცდილობს, რომ შეინარჩუნოს,
ძალაუფლება სწადია. 
უნდა დადგეს და დადგება
ტერმინალური სტადია.
0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი