არასოდეს დაივიწყო ბუჩა!
სხეულებით ავსებული ჭები და ცხედრებით მოფენილი ქუჩა. რუსმა ხოცა ხელშეკრული ძმები... არასოდეს დაივიწყო ბუჩა! იმპერიის პროპაგანდამ ბნელმა, ჯალათები ერთად მოაქუჩა. არ შერჩებათ ჩვენი ხოცვა-ჟლეტა... არასოდეს დაივიწყო ბუჩა! გენოციდით მოტანილი ტკენა, წლების დინებამ ვერ გააყუჩა. დაგავიწყდა გაგრა, მაგრამ აწი არასოდეს დაივიწყო ბუჩა!
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი