ჩიტი არ გამოფრინდება


როცა ომის დროს მშვიდობა
ჭიქა წყალივით გინდება.
ის შუქი გამორთულია,
ჩიტი არ გამოფრინდება.

ყურძნიდან გამოწურული
სითხე ნელ-ნელა ღვინდება.
სანამ არ დალევ, იცოდე,
ჩიტი არ გამოფრინდება.

აღთქმული მიწის ხატება
ვერაფრით ვერ დაკნინდება.
პეიზაჟს რომ გადაიღებ
ჩიტი არ გამოფრინდება.

სიმართლის თქმა შენ სხვებისთვის,
მოდი, ნუ შეგეშინდება.
ფოტო დარჩება, თუმცაღა
ჩიტი არ გამოფრინდება.

წარმატებები შენს ახალ წიგნს 
Teona Dolenjashvili 💛

#ჩიტიარგამოფრინდება
0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი