ვირუსისთვის სულ ერთია
ვირუსისთვის სულ ერთია ბავშვი ხარ, კაცი, თუ ქალი. და თუ სახლში არ დარჩები. გელოდება ჰოსპიტალი. ვირუსისთვის სულ ერთია რეპი გიყვარს, თუ მეტალი. და თუ წესებს არ დაიცავ, გელოდება ჰოსპიტალი. ვირუსისთვის სულ ერთია ბანკნოტების ნომინალი. და თუ სახლში არ დარჩები, გელოდება ჰოსპიტალი. ვირუსისთვის სულ ერთია კოლას სვამ, თუ გიყვარს წყალი. და თუ წესებს არ დაიცავ, გელოდება ჰოსპიტალი. ვირუსისთვის სულ ერთია რა ჭამე: მარწყვი, თუ ბალი. და თუ სახლში არ დარჩები გელოდება ჰოსპიტალი. ვირუსისთვის სულ ერთია ვაშლი გირჩევნია შენ, თუ მსხალი. და თუ წესებს არ დაიცავ გელოდება ჰოსპიტალი. #კოვიდ19 #დარჩისახლში #საგანგებომდგომარეობა #კომენდანტისსაათი
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი