რომ შვილი სჯობდეს მამასა


უჯანყდებიან შვილები,
მონებს ამხელენ ცოლები.
ნაშიერებზე დაგეშეს
მრავალნაცადი ტროლები.

როდის რჩებიან მამები
ბებიამათის ჭამასა
და როდის ეგუებიან
მრავალფერ ფერთა გამასა.

გასწორდებიან მიწასთან 
აქოთებული ყროლები.
არავის არ მოუგია
ჯერ თავის ხალხთან ბრძოლები.

შვილმა ერთხელაც აჯობა,
მაღლა ასწია თამასა.
ის ურჩევნია შვილიშვილს
რომ შვილი სჯობდეს მამასა.

#მაზაფაქა
#ქოცნებამთავრდება
#ქოცნებამიდის
#დაადუმერუსეთუმე

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი