ცხრა აპრილი


მახსენდება შენი სახე,
რუსის ნიჩბით დაჩეხილი...
მახსენდება შენი თავი,
რუსის ჩექმით დაჩეჩქვილი...
მახსენდება შენი ტანი,
ხელკეტებით დაბეჟილი...
მახსენდება შენი თითი
ტკივილისგან დაგრეხილი...
მახსენდება, არ სრულდება
და გრძელდება ცხრა აპრილი.
შენ კი გმადლობ, რომ მაჩუქე,
სახელმწიფო აღდგენილი ❤

#9აპრილი #მადლობაგმირებს
#რუსეთიმტერია #რუსეთიოკუპანტია
#რუსეთიკლავს #რუსიკლავს 
#არარუსეთს #არარუსს #არარუსულს
#დაადუმერუსეთუმე
0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი