ტელეფონია


მახსოვს მაშინ შენ 
როგორ მომწერე, 
ასე მგონია...
და ის, რამაც ჩვენ
დაგვაკავშირა
ტელეფონია.

ნუნჩი აქამდე
ჯერაც არავის 
აუწონია.
რაც მე მიშველის
გული არ არის,
ჩემი გონია.

ვიცი, არ მოგწონს,
როცა მე ვკვდები
მაქვს აგონია.
თუმც ეს სიკვდილი
იმ სხვა სიკვდილთან
მონაგონია.

წუწუნს არ ვიწყებ,
უშედეგოა,
ცუდი ტონია.
შენმა მუქარამ
ძლიერ დამაფრთხო
და მარონია.

ახლა კი ახლოს
სულ მას უყურებ, 
სულ ეს ფონია.
და ის, რამაც ჩვენ 
ერთურთს გაგვთიშა
ტელეფონია.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი