პარასკევია


პარასკევია, როგორც მჩვევია,
მოწყენილობა შემომრევია.

სვამენ იმას, რაც დასალევია,
ქაჩავენ მას, რაც მოსაწევია.

კლუბის კარებთან რომ დგას თრევია,
ის, რაც სჭირდება მოსაწვევია.

ვინც ეღობება, ბაყბაყდევია.
ხელს თუ მოუქნევს, გასაქცევია.

არევს იმას, რაც ასარევია.
უკან არასდროს დაუხევია.

ამოირწყევა, რაც სარწყევია.
რასაც დაღეჭავს ალბათ კევია.

ჩაიში მე ჩავყარე სტევია,
ყველა ერთობა, პარასკევია...

#პარასკევია
#სტევია
#ეიჩარჯადო
#ამსისტემისდედაც

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი