გადაიდო თითქოს ჩემი გაზაფხული


მენატრება სითბო, 
ფერით მოხატული,
გადაიდო თითქოს 
ჩემი გაზაფხული.

გულს მისერავს ქუჩა
წვიმით მოსარკული.
გადაიდო თითქოს 
ჩემი გაზაფხული.

სიცივეში შრება
სული მოწამლული.
გადაიდო თითქოს
ჩემი გაზაფხული.

ნეტავ რამდენს უძლებს
გული გაბანგული?!
გადაიდო თითქოს 
ჩემი გაზაფხული.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი