გადაუხადე ბუნებას ხარკი 🌲🌳


ხეზე ფრიალებს ცელოფნის პარკი
გადაუხადე ბუნებას ხარკი.

შენი აქ ყოფნით გარემოს არგე
და გაზაფხულზე ხეები დარგე.

ნოტიო მიწას დაჰკარი ბარი,
გადაამწვანე შენი მთა-ბარი.

ხეზე ფრიალებს ცელოფნის პარკი
გადაუხადე ბუნებას ხარკი.

#გაამწვანეშენიუბანი 🌲🌳
0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი