მაისია და კარგი დარია
მაისია და კარგი დარია. მოწყენილი ვარ, არ მიხარია. უიმედობამ ხელი დარია იმას, რაც ჩემი საფიცარია. მე რუსებისთვის არ მემეტება ჩემი მთა არის, ჩემი ბარია. რაც ახლა ჰაერს უნდა არხევდეს ცივი განგაშის მჭახე ზარია. რუსეთში რატომ უნდა წავიდე, როცა დასავლეთს ღია კარია. მდარე შანსონებს მე მირჩევნია. იტალიური ძველი არია. აქ სიბნელეში ცხოვრება უნდათ. სიმართლეს იტყვი, იქვე შარია. სიწმნიდეების დაცვის სახელით მისახედი ხომ კაცის ღარია. აქ არიან და მეტნი მოდიან, ჩვენკენ მოიწევს, რუსის ჯარია. ჩვენი მომავლის გადასარჩენი აღარც ხმალი და აღარც ფარია. დასაცავია შთამომავლობა, უძვირფასესი მონაგარია. მინდა ვამბობდე, ის რაც უბერავს თავისუფლების თბილი ქარია. მაისია და კარგი დარია. მოწყენილი ვარ, არ მიხარია. უიმედობამ ხელი დარია იმას, რაც ჩემი საფიცარია.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი