რუტინაში ვარ მე გახლართული


ვიცი, ვერ მხედავ შენ აქციაზე, 
სადაც პროტესტით შენ ხარ გართული.
რა ვქნა, ვერაფრით გამოვაღწიე,
რუტინაში ვარ მე გახლართული.

მინდა, იქ ვიყო, სადაც ვიცი, რომ
სიტყვა გაისმის მართლა ქართული.
როგორც ყოველთვის ახლა ვისწრაფვი,
სწორ პროცესებში ვიყო ჩართული.

არ მომწონს ის გზა, თავს რომ მახვევენ,
რუსული ეკლით მავთულ-ხლართული.
ვერ შემასაღონ ქრისტიანობად
ცრურწმენა ბნელი და წარმართული.

მაგრამ შენ იცი, არ მენანება
ბილწი გინების ბევრი სართული,
მათთვის, ვინც ღალატს არის ჩვეული
და რუსეთიდან არის მართული.

მათთვის, ვინც ამ სამშობლოთი ვაჭრობს
რუსულ სამოსში გამოკვართული.
უცოდინრობით არის ცნობილი,
იდიოტიზმი ზედ აქვს დართული.

ვიცი, ვერ მხედავ შენ აქციაზე, 
სადაც პროტესტით შენ ხარ გართული.
რა ვქნა, ვერაფრით გამოვაღწიე,
რუტინაში ვარ მე გახლართული.

#არაყველაფერს ;)

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი