ჯანმრთელობა მენტალური


დეპრესიას სწრაფად უნდა
მკურნალობა დეტალური.
დამიჯერე, მთავარია
ჯანმრთელობა მენტალური.

ხან იქნები შეუვალი,
ხანაც სენტიმენტალური.
დამიჯერე, მთავარია
ჯანმრთელობა მენტალური.

რომ არ გვქონდეს სავალალო
ჩვენ შედეგი ლეტალური.
დამიჯერე, მთავარია
ჯანმრთელობა მენტალური.

#WorldMentalHealthDay ⚕

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი