რუსის ჩექმების მლოკავი
ნეტავ თუ გესმის, რატომ ხარ განვითარების მთოკავი?! ნეტავ თუ ხვდები, რატომ ხარ თავისუფლების მბორკავი?! ნეტავ თუ იცი, რატომ ხარ უწიგნურობით მშოკავი?! ნეტავ თუ აზრობ, რატომ ხარ ლოყების ფლიდად მხოკავი?! შენ არ გაწუხებს, რომ შენ ხარ, უაზროდ მცქმუტავ-მტოკავი. შენ არ გადარდებს, რომ შენ ხარ, მორჩილად პირქვე მღოღავი. შენ არ გაფიქრებს, რომ შენ ხარ მტრების დაკრულზე მროკავი. აწ და მარადის იქნები რუსის ჩექმების მლოკავი. #დაადუმერუსეთუმე #გააგდერუსი
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი