ამასობაში
მახსოვს, წლების წინ
როგორ გეტრფოდი,
შენს მზერას რიდით
რომ ვიპარავდი.
ამასობაში
წლები გავიდა .
ამასობაში
გავჭაღარავდი.
როგორ გელოდი,
როგორ გნატრობდი.
შენზე ფიქრებით
გულს ვიღარავდი.
ამასობაში
მენატრებოდი .
ამასობაში
გავჭაღარავდი.
ნერგი მოგქონდა,
ვრგავდი სიფრთხილით,
ხშირად ვთესავდი,
ხანაც ვბარავდი.
ამასობაში
ერთად ვიყავით .
ამასობაში
გავჭაღარავდი.
მქონდა იმედი,
მყარად მჯეროდა,
რომ მე შფოთვისგან
დამიფარავდი.
ამასობაში
გადამარჩინე .
ამასობაში
გავჭაღარავდი.
#ამასობაში მიყვარხარ, Ekaterine 💘
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი