უბრალოდ დროშის ფრიალი 🇬🇪🇪🇺🇺🇦


მკერდზე მუშტების ბრახუნი
და "გაუმარჯოს" ღრიალი.
აქ ხომ დიდ საქმედ ითვლება
უბრალოდ დროშის ფრიალი 🇬🇪🇪🇺🇺🇦

მოყვრისთვის მხარზე თათუნი,
მტრისთვის თვალების ბრიალი.
ოპონენტების გინება,
ბოროტთმთქმდლობა, რიალი.

საჭესთან იდუმალ სახით
თუნუქზე ლაქის პრიალი.
ჯიბიდან ამოღებული
კუპიურების შრიალი.

მიტინგის სადღეგრძელოთი
აფთერფართიზე გრიალი,
ოპიატების მიღება,
ალკოჰოლურის თქრიალი.

ნამთვრალევ-ნაქეიფარზე
უმისამართოდ ყიალი.
ნადრეგალ-ნაბახუსევზე
თავის ტკივილი, ჟრიალი.

შენ ვერ გაიგებ რას ნიშნავს
ზოჰარი, ანუ ციალი.
ისიც არ იცი რა არის
"სამშობლო ოხერ-ტიალი".

მკერდზე მუშტების ბრახუნი
და "გაუმარჯოს" ღრიალი.
აქ ხომ დიდ საქმედ ითვლება
უბრალოდ დროშის ფრიალი 🇬🇪🇪🇺🇺🇦

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი