ნისია
უნდა ვიცოდე რამდენი, უნდა ვიცოდე, ვისია. არის მთავარი მისია, რომ გავისტუმრო ნისია. შრომის პასუხად რას ვიღებ? ხან ბრავოა, ხან ბისია. უპირველესი მისია არის, დავფარო ნისია. როდესაც საქმე ცოტაა მახათი და სადგისია. არის მთავარი მისია, რომ გავისტუმრო ნისია. უსიამოვნო შეგრძნება რესურსთა დანაკლისია. უპირველესი მისია არის, დავფარო ნისია. აღმოჩნდა, რომ არსებობა ვალთფარვის სამზადისია. არის მთავარი მისია, რომ გავისტუმრო ნისია. კაბალაში თუ არა ხარ აბა ცხოვრება რისია?! უპირველესი მისია არის, დავფარო ნისია. #რომგავისტუმრონისია #არისდავფარონისია #მისიანისია #ამცხოვრებისდედაც
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი