ფიზიკური ტკივილი


პრობლემა კი ბევრია,
თუმც არ მიყვარს ჩივილი.
ჩემი თანამგზავრია
ფიზიკური ტკივილი.

გასაძლებად რთულია 
დიდი ჟივილ-ხივილი.
ჩემი თანამგზავრია
ფიზიკური ტკივილი.

თუკი გაგაბრაზებ მე
არ დამიწყო კივილი.
ჩემი თანამგზავრია
ფიზიკური ტკივილი.

როცა დამინახავ შენ
მომაგებე ღიმილი.
და მაშინვე გამივლის
ფიზიკური ტკივილი.

#ფიზიკურიტკივილი
#painmorepain

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი