Tabula Rasa


მე ისევ მიტევს
მანქურთთა რასა.
ხელში მიჭირავს
ტაბულა რასა.

დამიჭერს, მცემს, თუ 
მიპირებს რასა?
მონების მონა
ვერ მიზამს ძვრასა.

ვნახავ რუსთათვის
პანღურის კვრასა.,
მოღალატეთა
ნაგავში ყრასა.

არ ვაპატიებთ
მომავლის ხვრასა.
უსამართლობის
კერვას და ჭრასა.

ჩრდილოეთისკენ 
გახსნილა ტრასა.
დატვირთულია 
ნიორი, პრასა.

მე ისევ მიტევს
მანქურთთა რასა.
ხელში მიჭირავს
ტაბულა რასა.

#ტაბულარასა
#tabularasa

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი