აპოლოგია, ანთოლოგია, ფილოლოგია


აანალიზე ჩემი ლექსები, 
ისე იკითხე, თითქოს ბლოგია. 
და რომ მორჩები, შემომთავაზე 
ჩემი რითმების აპოლოგია 😉

მე ფრაზას დავწერ შენ კი მითხარი, 
პროლოგია, თუ ეპილოგია. 
აქვე იკითხე, სხვაგან ვერ ნახავ, 
მე ვერ მეღირსა ანთოლოგია 😉

ჩამოუყევი და გაიაზრე 
ნაწარმოებთა ქრონოლოგია. 
მათ მიუდექი როგორც მკითხველი, 
არ დაგჭირდება ფილოლოგია 😉

თუკი იხილავ, poetry.ge-ზე
ჩემი ლექსების კატალოგია.
ჩვენი კონტაქტის ერთგვარი ფორმა,
შენი და ჩემი დიალოგია 😉

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი