არის უნიტაზი


რუსის შემხედვარეს
კვლავ მერევა ბრაზი.
მე არ მინდა, მკვლელმა
გადმოკვეთოს ხაზი.

მტერმა არაერთხელ
გაგვიჩეხა ვაზი.
კარგად მახსოვს, როგორ
დაგვიკეტა გაზი.

რუსის დანახვაზე
ვიღაც ხდება ნაზი.
ავიწყდება მოძმე,
სვანი, ჭანი, ლაზი.

სუნიანი ჩვარი,
ცოცხი, აქანდაზი,
ვისაც რუსი უნდა
არის უნიტაზი.

#არარუსეთს #არარუსს #არარუსულს #დაადუმერუსეთუმე #გააგდერუსი

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი