გლოვა


ცოტა ხანში დაზამთრდება,
დაიწყება თოვა.
ამას ჰქვია სინანული,
ამას ჰქვია გლოვა.

შემზარავად დაიკივლებს 
კვლავ ტურების ხროვა.
ამას ჰქვია მარტოობა,
ამას ჰქვია გლოვა.

მოლის ადგილს დაიკავებს
ნაფოტების გროვა.
ამას ჰქვია დასასრული,
ამას ჰქვია გლოვა.

ზუსტად ვიცი, რომ ოდესმე,
ჩემი ჯერიც მოვა.
ამას ჰქვია მოთმინება,
ამას ჰქვია გლოვა.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი