"ძირს!"
როცა ჩუმად იტან ვირს, მერე წიხლი ნუ გიკვირს. იკიდებ კისერზე გირს, როცა არ წყვეტ ამ კავშირს. შეეშვი ფუჭ, ცრუ ჯახირს, ნუღარ იტან გასაჭირს. გამხნევდი, ნუ იცვლი ნირს, ძნელი არის, ვიცი ჭირს. ნუღარ უსმენ იმ უბირს, ვინც გინიშნავს ბრიგადირს. დაგპირდება ქვას და კირს, მაგრამ გაგიტეხავს პირს. ვერ იპოვი მეფე ლირს, ვერც მის ნაზირს და ვეზირს. ნუღარ ღეჭავ ტყლაპს და ჩირს, შეეშვი მანკიერ წირს. დამიჯერე, ბრძოლა ღირს, ადექი, იყვირე "ძირს!". #დაადუმერუსეთუმე #გააჩუმეჰომოფობი
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი