დემიურგი


არც მედროვე, არც მლიქვნელი,
არც გლეხი, არც მეტალურგი,
არც ყასაბი, არც ქირურგი,
მე ვარ მხოლოდ დემიურგი.

თუკი საქმეს ხელს მოჰკიდებ,
დაგჭირდება ჩემი ზურგი.
არც მკითხავი, არც მჩხიბავი,
მე ვარ მხოლოდ დემიურგი.

ჩემს ერთ სიტყვას ელოდება
ლონდონი და ედინბურგი.
არც ლორდი ვარ და არც პერი,
მე ვარ მხოლოდ დემიურგი.
0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი