ევროპული პერსპექტივა 🇪🇺


სამი წლის წინ რომ მტკიოდა,
გული ისევ ისე მტკივა,
რადგან მხოლოდ სიტყვებია,
ევროპული პერსპექტივა.

ქოცმა კარგად შეასრულა
გარუსების დირექტივა.
ბორკას ხელში არ გამოვა
ევროპული პერსპექტივა.

გვითხრეს, რომ ჩვენ ახლოს არ ვართ.
კი არ თბილა, ძლიერ ცივა.
დიდი ხნით გადაგვივადეს
ევროპული პერსპექტივა.

თუ მთა მას არ ეახლება,
მუჰამედი თავად მივა.
ჩვენით უნდა გამოვჩარხოთ
ევროპული პერსპექტივა.

ვისაც ევროპაში უნდა
ოცში აქციაზე მივა.
ჩვენ უნდა გადავარჩინოთ
ევროპული პერსპექტივა.

#ევროინტეგრაცია #ევროპულიპერსპექტივა
#20ივნისი
#გამოდი #წამოდი #დამოდიაქ
#სამშობლოსსამსახურში
#შეიცვალოსმოღალატემთავრობა
#დაისაჯონმოღალატეები
#დაისაჯონმოძალადეპოლიციელები
0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი