ამოთხრილი თვალი 👁


დამიშინე ტყვია, 
შემომასხი წყალი,
შემითითხნე საქმე, 
რომ წაშალო კვალი. 
მომატარე ციხე
და დამადე ვალი.
მომიწამლე სული
და მიწოდე მხდალი.
მომიკიდე ცეცხლი, 
რომ მომედოს ალი.
შენი გული, ვიცი,
მაინც კლდეა სალი.
მაგრამ ყველამ უწყის,
კაცია თუ ქალი,
დაჟინებით გიმზერს 
ამოთხრილი თვალი 👁

#20ივნისი #არა20ნებას
#დაისაჯონმოძალადეპოლიციელები
0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი