ჩატარდება ფესტივალი!!! 🏳️‍🌈


ჩვენ არა გვაქვს მათი ვალი,
აქ დარჩება ჩვენი კვალი,
მეგობრებს ადევნე თვალი,
ჩატარდება ფესტივალი!!! 🏳️‍🌈

იზეიმებს კაცი, ქალი,
არ იქნება ინტერვალი,
ზურმუხტი, ფირუზი, ლალი,
ჩატარდება ფესტივალი!!! 🏳️‍🌈

ჩვენიც არის კლდენი სალი,
გაქრება ჩამონაშალი,
გზას ყოველთვის ნახავს წყალი,
ჩატარდება ფესტივალი!!! 🏳️‍🌈

არ იქნება ერთი ცალი,
არავისი არის ბრალი,
ჩვენია ნება და ძალი,
ჩატარდება ფესტივალი!!! 🏳️‍🌈

ვერ გვაჯობებს მორკინალი,
დამარცხდება მარგინალი,
შერიგდება მული, რძალი,
ჩატარდება ფესტივალი!!! 🏳️‍🌈

მოძრაობა სწრაფი, მალი,
სიყვარულით იყავ მთვრალი,
სიყვარულია მწვერვალი,
ჩატარდება ფესტივალი!!! 🏳️‍🌈

#სიყვარულსვერდაამარცხებ
#სიყვარულიასიყვარული
#სიყვარულისიყვარულია
#ჩატარდებაფესტივალი
#celebratepride #CelebratePrideMonth 
#pridemonth #pride2023 
#TbilisiPride 🏳️‍🌈
0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი