გარეთ ყოფნა ლაზარეს
"მოძალადის" დაჭერა საქართველოს ახარეს. ფოტო გამოუჭენეს, კედელ-კედელ ატარეს. მეამბოხე ჭაბუკი კრიმინალებს ადარეს. გამოკეტეს ციხეში დედის გული გაბზარეს. მართლა მოძალადეებს ხელი ვერ დააკარეს. მკვლელების ჯაშუშები, აპარეს და აპარეს. ქართველები ქვეყნიდან დამშეული გაყარეს. დეზერტირი ორკები მათ სახლებს შეაფარეს. საქართველოს მიწები ოკუპანტებს აბარეს. შიგნით ყოფნა რუსებს და გარეთ ყოფნა ლაზარეს. #თავისუფლებალაზარეს #თავისუფლებაპოლიტპატიმრებს
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი