პანაშვიდია


დღეს შენი სახე, ღიმილს ჩვეული,
მრავლისმეტყველი, თუმცა მშვიდია.
შენი გრძელი გზა და განსაცდელი
მორჩა, დამთავრდა, პანაშვიდია.

სუნთქვა შეწყვიტე, გული გაჩერდა,
თვალზე ცრემლია, სევდა დიდია.
ტანჯვა, წამება, ბრძოლა, წვალება
მორჩა, დამთავრდა, პანაშვიდია.

და ის ადგილი, სადაც შენ დგახარ,
განზომილებებს შორის ხიდია.
ეჭვი, ტყუილი, ხინჯი, წუხილი
მორჩა, დამთავრდა, პანაშვიდია.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი