ბოლოს იყო დაკრძალვა


იმას, ვინც ძალიან გიყვარს
რიდი უნდა და კრძალვა.
შენ ისუნთქე, იარსებე,
ბოლოს იყო დაკრძალვა.

მაშინ, როცა ჩვენ გვტოვებდი,
მოჭრეს ფიჭვი და ალვა.
შენ იბრძოლე, იმარჯვებდი,
ბოლოს იყო დაკრძალვა.

სწორედ იმ დღეს, ზუსტად იმ წამს,
იყო სიცხე და გვალვა.
შენ გტკიოდა, შენ გჯეროდა,
ბოლოს იყო დაკრძალვა.

თვალს ცრემლი რომ მომადგება
ძნელი არის დამალვა.
მიყვარხარ და მეყვარები
ბოლოს იყო დაკრძალვა.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი