დაისაჯონ მკვლელები!
სიბნელეში ცხოვრობენ და სისხლში აქვთ ხელები. გადაწყვეტა ერთია - დაისაჯონ მკვლელები. დადიან და არჭობენ, აღგვიმართეს ძელები. სწრაფად სამაგალითოდ დაისაჯონ მკვლელები! აიწყვიტეს და გახდნენ, ძნელად დასაბმელები. გადაწყვეტა ერთია - დაისაჯონ მკვლელები. ორკად მოვიხსენიებთ, მათ არ აქვთ სახელები. სხვა გზა აღარ არსებობს - დაისაჯონ მკვლელები! კეფა უნდა დახარონ და მოდრიკონ წელები. გადაწყვეტა ერთია - დაისაჯონ მკვლელები. სანამ გადაუბუგავთ ქალაქები, ველები. მოვითხოვოთ, სასწრაფოდ დაისაჯონ მკვლელები! დავეხმაროთ ჩაგრულებს, გავხდეთ მათი მცველები. გადაწყვეტა ერთია - დაისაჯონ მკვლელები. ჩვენ თუ მართლა ხალხი ვართ, ვერ გვმართავენ ბნელები. დროა, საქმეს მივხედოთ და დავსაჯოთ მკვლელები!
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი