მე არ ჩავიცვამ შავებს
ისევ გვცემენ და მერე, ისევ ითვლიან თავებს. უნდათ ჩამაცვან, მაგრამ მე არ ჩავიცვამ შავებს. ისევ გვიქსევენ ორკებს, კუნთებდაბერილ მკლავებს. უნდათ ჩამაცვან, მაგრამ მე არ ჩავიცვამ შავებს. ისევ საჯიჯგნად მისცეს ხალხი სისხლისმსმელ სვავებს. უნდათ ჩამაცვან, მაგრამ მე არ ჩავიცვამ შავებს. ჩემი მოჯამაგირე ისევ მე მასაფლავებს. უნდათ ჩამაცვან, მაგრამ მე არ ჩავიცვამ შავებს. სხედან ქელეხში მსუყედ, ინაწილებენ ფლავებს. უნდათ ჩამაცვან, მაგრამ მე არ ჩავიცვამ შავებს. ოღონდ იცოდნენ, პროგრესს ბნელი ვერ შეაკავებს. უნდათ ჩამაცვან, მაგრამ მე არ ჩავიცვამ შავებს. #მეარჩავიცვამშავებს #გადადგესმკვლელიმთავრობა #დაისაჯონმკვლელები #დამთავრდესძალადობა
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი