არის თემა


#არისთემა: ძალადობა, 
იძულება, თრევა, ცემა.
უკვე დროა მთელმა ერმა 
დაამთავროს ეს თვითგვემა.

ყოფნა სჯობს თუ აღარ ყოფნა,
აღარ არის ეს დილემა.
აღარც ნამგალი და ურო არის,
იარაღი ან ემბლემა.

უკვე ვეღარ შეგვაშინებს
წყევლა-კრულვა, ანათემა.
ახლა კარგად ვიცით ყველამ,
ქვეყნის წინსვლა #არისთემა.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი