ევროპაა კავკასია


ზოგი ეპატაჟისტია,
ზოგი მხოლოდ თავგასია.
ყველამ გაისიგრძეგანოს,
ევროპაა კავკასია.

ზოგი სწრაფად დამთმობია, 
ზოგი კიდევ ბადასია.
ხელზე ამოისვირინგებს,
ევროპაა კავკასია.

ზოგმა სწრაფად მიაყიდა,
მიწას რუსი დაასია.
ჩრდილოეთში ვერ შეგვტენის,
ევროპაა კავკასია.

ზოგს ირაკლი ჰქვია, მაგრამ
ვანიაა ან ვასია.
არც მოსკოვი, არც პიტერი,
ევროპაა კავკასია.

რუსებისთვის ხმალს იმარჯვებს,
ევროპელთათვის თასია.
ქართლის დედამ კარგად იცის,
ევროპაა კავკასია.

ჩეჩნეთი და ინგუშეთი
აღარ იქნება რასია.
ჭკვიანი დამეთანხმება,
ევროპაა კავკასია.

როცა სამშობლოს მსახურებ,
პოეტობა სხვა კლასია.
და არ უნდა დაგავიწყდეს,
ევროპაა კავკასია.

გურჯის გული წრფელი არის,
გონება კი ხალასია.
ევროპელია ქართველი,
ევროპაა კავკასია.

ქართველისთვის მისი ენა
და სამშობლო ძვირფასია.
ევროპაა გადარჩენა
ევროპაა კავკასია.

#ქართველიმაშასადამეევროპელი
#ევროპააკავკასია

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი