ოღონდ უშენოდ
მე უნდა შვილებს ხვალე ვუშენო, და შენ მახსოვდე, ოღონდ უშენოდ. მე უნდა ღამე შენს სულს ვუთენო, და შენ მახსოვდე, ოღონდ უშენოდ. მე უნდა შვილებს ბაბუ ვუხსენო, და შენ მახსოვდე, ოღონდ უშენოდ. მე მათ გზა სწორი უნდა ვუჩვენო, და შენ მახსოვდე, ოღონდ უშენოდ.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი