ეს ციმციმია ✈


მე ცას ავყურებ
და რასაც ვხედავ,
ეს ციმციმია.
თვითმფრინავია,
თან არა ერთი,
მტერს უღიმია.
ანგარებითი
და მონურია
ბილწი ქიმია.
კვლავ დაუნდობლად
იმ რუსს ქართველი 
გაუქიმია.
"სტუმრის" "მასპინძელს"
ის, რაც სჭირდება
პირზე გრიმია.
სამწუხაროა,
რომ რაც აკლია
ჩონგურს სიმია.
ის, ვინც ამ ყოფით 
კმაყოფილია, 
რუსოფილია.
ის, ვინც თავის მტერს 
უკან უძვრება, 
იმბეცილია.
შენ ნუ გგონია,
რომ იმ რუბლებში 
შენი წილია.
ვირმა რა იცის,
პატრიოტიზმი
თუ რა ხილია.
ნუ ემონები,
ვისაც სამშობლო
წარუტაცია.
მტრის იმის ლოკვას
ვერ გაამართლებს
ადაპტაცია.
მე ცას ავყურებ
და რასაც ვხედავ,
ეს ციმციმია.
თვითმფრინავია,
თან არა ერთი,
მტერს უღიმია.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი