აგვისტოა გაგანია


როცა გარეთ სიჩუმეა,
ფეისბუქში ყაყანია.
ქუჩა ყველას ეზარება,
აგვისტოა გაგანია.

მორჩილება ისწავლება,
მორჩილება საგანია.
მივჩმორდით და მიგვაჩმორეს,
აგვისტოა გაგანია.

ყველამ იცის, ეს ქვეყანა
მედროვეთა აკვანია.
სხვებს არ სცხელათ ან/და სცხელათ,
აგვისტოა გაგანია.

აქ მტერს ფეხქვეშ ეგებიან,
რასაც სცემენ თაყვანია.
აქ ღირსება ეზარებათ,
აგვისტოა გაგანია.

რუსეთუმე ფორმაშია, 
ქაქის ჭამის ფლაგმანია.
რუსს ქვეყანა ჩავაბარეთ,
აგვისტოა გაგანია.

#აგვისტოაგაგანია
0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი