ზაფხული ბოლოს უახლოვდება


ღრუბლებს ავხედე და გამახსენდა,
ზაფხული ბოლოს უახლოვდება.
უდარდელი და სასიამოვნო
მალე სიცივით დაბოლოვდება.

მერე იქნება ჭკნობა და ხმობა,
მერე იქნება უტყვი გოდება.
მერე იქნება ვინმეს ქორწილიც
უსიყვარულოდ რომ გათხოვდება.

შევიმოსები და ვერ გავთბები
და ჩემი თავი შემეცოდება.
და მე მომიწევს კვლავ მოთმინება
და მე მომიწევს კვლავ დალოდება.

მოვა ზამთარი უიმედობით,
უმოწყალობით და გათოვდება.
ცოტა დრო დამრჩა და დავივიწყებ,
ზაფხული ბოლოს უახლოვდება.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი